დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 30 იანვარი 2026, 21:21

დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ერთი წლის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც ევროკავშირი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან არ ელოდება ჯანსაღ პოზიციას.

„ოპტიმისტურად ვერ ვიქნები განწყობილი იმდენი ხანი გაგრძელდა ძალადობის მხარდაჭერა, ძალადობის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რომ აქაც არ ველოდებით ჯანსაღ პოზიციას, თუმცა, იმედია, იქნება გარდამტეხი ცვლილებები ევროპულ ბიუროკრატიაში. დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელსა და კიევს სურთ უნგრეთში მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ჩვენ უარს ვაცხადებთ
ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა
დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა
ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“: დეზინფორმაციის წყარო ხართ
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი. ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, საცალო ქსელის ოპერატორებთან
არქივი