წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ამის გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განუცხადა.
კობახიძის თქმით, ასეთი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან.
„მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა. აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. იმავე ხაზის გაგრძელებაა, ამიტომ, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს 24-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნას ითხოვს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |