გილოცავთ თბილისის მეტროს 60 წლის იუბილეს, გისურვებთ უსაფრთხო გზას, სტაბილურ განვითარებას, თქვენი შრომა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი მნიშვნელობა შეუფასებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 30 იანვარი 2026, 22:48

გილოცავთ თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს. გისურვებთ უსაფრთხო გზას, სტაბილურ განვითარებას და კიდევ მრავალ ათწლეულს თბილისის სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილმა თბილისის მეტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა. სისტემის, რომელიც უკვე ექვსი ათწლეულია, ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 1966 წელს ამოქმედებული თბილისის მეტროპოლიტენი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ ყოფილა. ის იყო პროგრესის, თანამედროვე ქალაქის და მომავლის რწმენის სიმბოლო. იმ ეპოქაში, როდესაც თბილისი სწრაფად იზრდებოდა, მეტროპოლიტენი გახდა პასუხი დროის გამოწვევებზე – ქალაქის მოძრაობის, შრომის, განათლებისა და კულტურის ახალი რიტმის საფუძველი. დღეს მეტროპოლიტენი მილიონობით მგზავრს ემსახურება. ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიურად იკვეთება ადამიანების ბედი – სტუდენტების, მუშების, ექიმების, მასწავლებლების, ტურისტების. თითოეულ სადგურს თავისი ხასიათი აქვს, თავისი ისტორია და არქიტექტურული იდენტობა, რაც თბილისის მეტროპოლიტენს არა მხოლოდ ფუნქციურს, არამედ კულტურულ ღირებულებადაც აქცევს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთა შრომის გარეშეც ეს სისტემა ვერ იარსებებდა: ინჟინრებს, მშენებლებს, მემანქანეებს, დისპეტჩერებს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას, ვინც წლების განმავლობაში პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქალაქს. თქვენი შრომა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი მნიშვნელობა შეუფასებელია. 60 წელი არ არის მხოლოდ წარსულის შეჯამება. ეს არის მომავლისკენ მიმართული პასუხისმგებლობაც. თანამედროვე თბილისს სჭირდება უსაფრთხო, საიმედო, ეკოლოგიური და განვითარებაზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემა. დარწმუნებული ვარ, თბილისის მეტროპოლიტენი შეძლებს ამ გამოწვევების ღირსეულად მიღებას – ტექნოლოგიური განახლებით, სერვისის მუდმივი გაუმჯობესებით და მგზავრზე კიდევ უფრო მეტი ზრუნვით. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ თარიღს, არამედ იდეას – იდეას ქალაქისა, რომელიც მოძრაობს, ვითარდება და ინარჩუნებს თავის უნიკალურ სულს. გილოცავთ თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს.  გისურვებთ უსაფრთხო გზას, სტაბილურ განვითარებას და კიდევ მრავალ ათწლეულს თბილისის სამსახურში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ჟორჟოლიანი: ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება
არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გაუმჭვირვალობაზე“: იცის, რომ მოუწევს, იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს, ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასი: ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული
ლევან მაჭავარიანი „ენჯეოებზე“: თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, მაშინ რატომ იგონებენ სქემებს, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ რეგისტრირდებიან და რატომ აჩენენ ზედმეტ შეკითხვებს?!
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კანონში შესატანი ცვლილებების დისკრედიტაციას ცდილობს - გიგაურის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მანიპულაციური ქარდები, თითქოს „გრანტების შესახებ კანონი“ საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული
არქივი