ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ლიზ ტრასი: ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 31 იანვარი 2026, 12:01

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარი პოდკასტის მე-9 ეპიზოდში განაცხადა, რომ ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად ყოფილმა პრემიერმა ბრიტანულ მედიაში არსებულ კორუფციაზე, ვიდეომასალების ფაბრიკაციაზე, ფაქტების დამალვასა და განსხვავებულად მოაზროვნეთა დემონიზაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, BBC და სხვა ტრადიციული მედიასაშუალებები მემარცხენეების მიერ იმართებიან. ისინი “დიფ სთეითთან“ შეთქმულებაში არიან შესულნი, მათ ინტერესებს იცავენ და კონსერვატიულ ღირებულებებს ებრძვიან.

„ტრადიციული ბრიტანული მედია გახდა პროპაგანდის მანქანა, რომელიც ახშობს განსხვავებულად მოაზროვნეთა ხმებს. ისეთი ცნობილი მედია საშუალებები, როგორიცაა BBC, The Financial Times, The Guardian, მთლიანად არიან მოწყვეტილი რეალობას და ბრიტანულ საზოგადოებას, რომლის მიერ გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდებიან. ისინი უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ რეალურად მემარცხენეების რეკლამირებით არიან დაკავებულნი და თვალს ხუჭავენ ისეთ სერიოზულ თემებზე, როგორიცაა ემიგრაციის საშინელებები და მიგრანტთა მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები. მიგრანტ კრიმინალებს ისინი ადგილობრივებად მოიხსენიებენ, მოძალადე ტრანსგენდერებს კი ქალებად. იქნება ეს კრიმინალური ბანდების, „ბრექსიტის“, თუ კოვიდის თემები, ისინი მმართველი ელიტის მხარეს იკავებენ. ისინი დაკავებულნი იყვნენ ტრამპის საწინააღმდეგო პროპაგანდით და აყალბებდნენ ვიდეომასალებს, რისთვისაც მათ წინააღმდეგ 10-მილიარდიანი სარჩელია შეტანილი. ეს არ ეხება მხოლოდ BBC-ის. იგივე GB News-ი - ახალი მედიასაშუალება - დაშინებულია რეგულატორის, Ofcom-ის მიერ. მათ აიძულებენ არ მიიწვიონ გარკვეული ადამიანები და არ გააჟღერონ გარკვეული იდეები. The Telegraph-ი კი აქტიურად არის დაკავებული ტრამპის საწინააღმდეგო პროპაგანდით. აბსურდია, რომ „კონსერვატიული“ მმართველობის 14 წლის განმავლობაში არასდროს დავუპირისპირებივართ Ofcom-სა და BBC-ის. BBC-ის ნება მიეცა გაეგრძელებინა ბრიტანული საზოგადოების მოტყუება“, - განაცხადა ტრასმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელსა და კიევს სურთ უნგრეთში მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ჩვენ უარს ვაცხადებთ
ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა
დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა
ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“: დეზინფორმაციის წყარო ხართ
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი. ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, საცალო ქსელის ოპერატორებთან
არქივი