არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გაუმჭვირვალობაზე“: იცის, რომ მოუწევს, იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს, ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 31 იანვარი 2026, 12:05

კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არა თუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის“ უცვლელი, ერთპიროვნული და „ტირანი“ (მისივე თანამშრომლების ნათქვამია) დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს, - წერს სოციალურ ქაელში არჩილ გორდულაძე და „საერთაშორისო გაუმჭვირვალობა საქართველოს“ ქარდს აზიარებს.

ქარდზე აღნიშნულია, რომ „გრანტების შესახებ“ კანონი ემიგრანტებს საქართველოში თანხის გადმორიცხვას უკრძალავს.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ ვერც „საერთაშორისო გაუმჭვირვალობა საქართველო“ და ვერც კოლექტიური მარტა კოსი კანონის გვერდის ავლას და მის დაფინანსებას, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ვეღარ შეძლებენ.

„როგორ შეიძლება ერთი სიტყვა მაინც დაუჯერო, როცა ორგანიზაციას დასახელებაში გამჭვირვალობა უწერია და თავად არის ყველაზე გაუმჭვირვალე და უცხოეთიდან მიღებული არც ერთი თეთრის გასაჯაროვება არ უნდა. სხვა მავნებლობები გვერდით რომ გადავდოთ, მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად, პატრონის დავალებით საუკუნის აფერაშია ჩართული 2023 წლიდან და პატრონებისგან ჩარიცხული თანხის დასამალად ესტონეტშიც კი გადარეგისტრირდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ იცის, რომ ვეღარ ვეღარ შეძლებს ვერც ის და ვერც კოლექტიური მარტა კოსი კანონის გვერდის ავლას და მის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, იცის, რომ მოუწევს, იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს, ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს. ახალი კანონი არ ვრცელდება ემიგრანტის მიერ ოჯახში ჩარიცხულ საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოსაყენებლ ფულზე და წერტილი.

გარედანდაფინანსებული „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის“ მსგავსი პირების ხელისშეშლის მცდელობების მიუხედავად, მაინც შევძლებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, გავატაროთ რეფორმები, ვიზრუნოთ ეკონომიკის გაზრდაზე, სოციალური საკითხების გადაჭრაზე და საქართველოზე, რომელიც ჩვენთვის სამშობლოა, ხოლო ასეთი ხალხისთვის - მხოლოდ წარწერა ჯიბეში ჩადებულ პასპორტზე“, - წერს არჩილ გორდულაძე.

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელსა და კიევს სურთ უნგრეთში მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ჩვენ უარს ვაცხადებთ
ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა
დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა
ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“: დეზინფორმაციის წყარო ხართ
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი კომისიის მიზანი იქნება, შევისწავლოთ ფასნამატის ჯაჭვი. ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, საცალო ქსელის ოპერატორებთან
არქივი