ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 31 იანვარი 2026, 14:03

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

სამხედრო შეიარაღების პაკეტი მოიცავს „აპაჩის“ ტიპის 30 ერთეულ დამრტყმელ ვერტმფრენს და შესაბამის აღჭურვილობას, აგრეთვე 3 250 მსუბუქ ტაქტიკურ ავტომობილს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამხედრო შეიარაღება ისრაელზე ოთხ სხვადასხვა პაკეტად გაიყიდება და ეს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და ირანზე აშშ-ის სავარაუდო სამხედრო თავდასხმის ფონზე მოხდება.

გარიგების ყველაზე დიდ პაკეტს წარმოადგენს რაკეტების გამშვები და დამიზნების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენების მიწოდება. აღნიშნული პაკეტის საერთო ღირებულება 3,8 მილიარდი დოლარია.

სიდიდით მეორე პაკეტს წარმოადგენს მსუბუქი ტაქტიკური ავტომობილები, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალები პირადი შემადგენლობის გადასაყვანად გამოიყენებს. ახალი ავტომობილების შეძენა ისრაელურ მხარეს 1,98 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება
აშშ-ში ნაწილობრივი „შათდაუნი“ გამოცხადდა
გიორგი სოსიაშვილი: გრანტების მიღებას როდესაც აპირებს ორგანიზაცია, მათ უნდა მიიღონ წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისაგან - რა შუაშია ემიგრანტებისგან ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხა?
ვიქტორ ორბანი: ბრიუსელსა და კიევს სურთ უნგრეთში მთავრობა, რომელიც მათ მოთხოვნებს დაემორჩილება. ჩვენ უარს ვაცხადებთ
დავით ქართველიშვილი: განათლების სფეროში მაშინებს დიპლომიანი ტაქსის მძღოლების, მარკეტების კონსულტანტებისა და კერძო დაცვის თანამშრომლების კატასტროფული რაოდენობა
არქივი