თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 31 იანვარი 2026, 15:47

თურქეთი ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს ქვეყნის შიდა პრობლემების მშვიდობიან, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტას, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგა, აბას არაღჩისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება თურქეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად რჩება.

„პრობლემების გადასაჭრელად სამხედრო მეთოდების გამოყენების წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს ეფექტური იქნება. ჩვენ მოლაპარაკებასა და დიპლომატიას ვუჭერთ მხარს. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ წარსულის ჭრილობების მოშუშებას, ამიტომ ჩვენს რეგიონში ახალი ჭრილობის გახსნა არავისთვის იქნება სასარგებლო“, - განაცხადა ფიდანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი