სწორედ იმიტომ, რომ უცხოეთიდან შემოსული ინტერესების გამტარებელი არ გახდეს რომელიმე პარტია - რაც კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი არსებობს და არსებობს, დაახლოებით 30 წელია, აკრძალულია პარტიისთვის დაფინანსების მიღება, რადგან უცხოურ ფულს, შესაბამისად უცხოურ გავლენას არაფერი ესაქმება საქართველოს პოლიტიკაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ინტერესების გატარებით, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას, თუმცა პოლიტიკაში ჩართული არიან სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, გაერთიანებული ჯგუფები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან.
„შემდეგ ამ თანხებს ხარჯავენ ისეთ კამპანიაში, როგორიც არის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზება; როგორიც არის პიროტექნიკის შეძენა, სხვა მასალების შეძენა, რომლითაც შემდეგ, საბოლოო ჯამში, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი მზადდება და ესვრიან პოლიციელებს და ცოცხლად წვავენ; ანადგურებენ კერძო საკუთრებას, ანადგურებენ სახელმწიფო საკუთრებას. ზოგადად, ანჯღრევენ ამ ქვეყანას და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები აქვთ. სულ რამდენიმე თვის წინ, 4 ოქტომბერს, ვნახეთ დამხობის მცდელობაც, რომელსაც პირდაპირ გარედან უკიჟინებდნენ და გულშემატკივრობდნენ. მათ შორის, სამწუხაროდ, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტიც.
ჩვენი ლოგიკა არის ძალიან მარტივი, რომ უცხოეთიდან თანხა პოლიტიკურ საქმიანობას თუ ხმარდება, ამისთვის საჭიროა მთავრობის თანხმობა, რადგან მთავრობაა პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის დაცვაზე. არის გარანტი სტაბილურობაზე“, - განაცხადა გორდულაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სოციალურ ქსელში „ქარდი“ გამოაქვეყნა, რომელზეც აღნიშნულია, რომ „გრანტების შესახებ“ კანონი ემიგრანტებს საქართველოში თანხის გადმორიცხვას უკრძალავს.
ცნობისთვის, ეკა გიგაურის ორგანიზაციის ესტონური ოფისი, ისევე როგორც ნინო ლომჯარიასი, ესტონურ მისამართებზე, დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |