ახალი ცვლილების მიხედვით, უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც არსებითად საქართველოს საკითხებზე მუშაობს და კონცენტრირებულია საქართველოზე, ვალდებული იქნება დაემორჩილოს ქართული გრანტების კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გრანტებს მიიღებს საქართველოს მთავრობის გარეშე, მოუწევს ზუსტად იგივე პასუხისმგებლობა, რა პასუხისმგებლობა დაუდგებოდა მას, საქართველოში რომ ყოფილიყო რეგისტრირებული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა უნდა დაემორჩილოს იმ კანონს, „რომელიც ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობას“, იმისთვის, რომ თავი აერიდებინა გამჭვირვალობის კანონისგან, „ფარასგან“ და „გრანტების შესახებ კანონში“ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებებისგან, გადარეგისტრირდა ესტონეთში - აკეთებს ზუსტად იმავეს, დასაქმებულები ზუსტად იგივენი ჰყავს, კაპიტანი გიგაური ისევ კაპიტნობს საერთაშორისო გაუმჭვირვალობას და რატომ? იმიტომ რომ მას არ უნდა ანახოს ქართულ საზოგადოებას, რომ ვინ ურიცხავს თანხას და შემდეგ რაში გამოიყენება ეს თანხები“, - აღნიშნა გორდულაძემ.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |