42
31 იანვარი 2026, 22:25
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც არის ძირითადი გზამკვლევი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„2030 წელს დაგეგმილია ევროკავშირში შემდგომი გაფართოება და ჩვენ ამ დროისთვის უნდა ვიყოთ ყველაზე მომზადებული ქვეყანა დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის. ყველა პარამეტრი და ყველა კვლევა ზუსტად ამაზე მეტყველებს და ეს ასეც იქნება.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ დროისთვის [2030 წელი] ევროკავშირში მმართველი კლასი თავიდან ბოლომდე შეცვლილი იქნება და ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას წინ ვერაფერი აღუდგება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |