დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპაში ხალხი გამოიღვიძებს და ეს ევრობიუროკრატები რამდენიმე წელიწადში მართვის სადავეებთან აღარ იქნებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 31 იანვარი 2026, 22:26

რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული იმ ევრობიუროკრატებს, რომელიც ევროკავშირში დღეს მმართველი კლასია. რამდენიმე თვის წინ ევროკომისიამ ჩაატარა ევრობარომეტრის კვლევა, სადაც ევროკავშირთან მიმართებაში განწყობები გაუარესებულია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, - განაცხადა ადაცემაში „EURO ანატომია“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ჩვენ გული დავწყვიტეთ აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას და ევრობიუროკრატებს, რომ საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტი არ გავხსენით. 4 წლის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან, თუ როგორი უსამართლო დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხედავენ რამდენი მცდელობაა, რომ მათი ხელშეწყობით აქ რევოლუცია მომხდარიყო და ხელისუფლებაში ის აგენტურა მოსულიყო, რომელიც მათ დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებდა.

მათ ხელს არ აძლევს ის, რომ ძალადობრივ აქციას დაარქვან თავის სახელი, რადგან ამ შემთხვევაში ეს იქნება ინდიკატორი მათ მიერ დაფინანსებული ჯგუფებისთვის, რომ ისინი ტაშს არ უკრავენ მათ რადიკალიზმს. შესაბამისად, როგორი ძალადობრივიც არ უნდა იყოს აქცია, მათ უნდა დაუძახონ მშვიდობიანი.

რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული იმ ევრობიუროკრატებს, რომელიც ევროკავშირში დღეს მმართველი კლასია. რამდენიმე თვის წინ ევროკომისიამ ჩაატარა ევრობარომეტრის კვლევა, სადაც ევროკავშირთან მიმართებაში განწყობები გაუარესებულია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც აშშ-ში, ისე ევროპაშიც ხალხი გამოიღვიძებს და ეს ევრობიუროკრატები რამდენიმე წელიწადში მართვის სადავეებთან აღარ იქნებიან და სადავეებთან მოვლენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც ევროკავშირის, თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი არის მნიშვნელოვანი, ქრისტიანული ღირებულებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მაშინ ჩვენი და მათი პოზიციები თანხვედრაში იქნება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„როიტერი“ - აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ უარი თქვა მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მუშაობის შეჩერების მოთხოვნაზე
ედიშერ გვენეტაძე მიხაელ გალერის განცხადებაზე: სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი - ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და ადამიანობისაგან დაცლილი, რომელიც ვერ გრძნობს, რომ მათთვის ევროპული დაისი დიდი ხანია დაწყებულია
დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო
ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში მმართველი კლასი თავიდან ბოლომდე შეცვლილი იქნება და ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას წინ ვერაფერი აღუდგება
ლევან მაჭავარიანი აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა. უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე
არქივი