„როიტერი“ - აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ უარი თქვა მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მუშაობის შეჩერების მოთხოვნაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 01 თებერვალი 2026, 01:20

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ უარი თქვა მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მუშაობის შეჩერების მოთხოვნაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ფედერალურმა მოსამართლემ, ქეით მენენდესმა განაცხადა, რომ მინესოტას პროკურორმა ნათლად აჩვენა იმიგრაციის აგენტების ტაქტიკა, მათ შორის სროლები და რასობრივი პროფილირების მტკიცებულებები.

მოსამართლის შეფასებით, ეს „ღრმა და გულდასაწყვეტ შედეგებსაც კი იწვევდა მინესოტას შტატის მცხოვრებლებზე“, თუმცა, მისივე თქმით, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გააუქმა გაცილებით ვიწრო აკრძალვა, რომელიც ზღუდავდა მინესოტაში, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის ურთიერთობას აქციის მონაწილეებთან და ამან გარკვეული შედეგები მოიტანა.

„ეს აკრძალვა თუ ძალიან შორს წავიდა, მაშინ აქ განსახილველი აკრძალვა, მთელი ოპერაციის შეჩერება, ნამდვილად შორს წავიდოდა“, – განმარტა მოსამართლემ.

ცნობისთვის, სასამართლოში წარდგენილი სარჩელი მიზნად ისახავდა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერაციის დაბლოკვას ან შეზღუდვას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე მიხაელ გალერის განცხადებაზე: სახეზეა დღევანდელი ევროკრატიის კლასიკური წარმომადგენელი - ყოველგვარი სინდისის, ნამუსისა და ადამიანობისაგან დაცლილი, რომელიც ვერ გრძნობს, რომ მათთვის ევროპული დაისი დიდი ხანია დაწყებულია
დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო
დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპაში ხალხი გამოიღვიძებს და ეს ევრობიუროკრატები რამდენიმე წელიწადში მართვის სადავეებთან აღარ იქნებიან
ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში მმართველი კლასი თავიდან ბოლომდე შეცვლილი იქნება და ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას წინ ვერაფერი აღუდგება
ლევან მაჭავარიანი აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა. უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე
არქივი