გივი მიქანაძე - უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 01 თებერვალი 2026, 15:39

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას.

მიქანაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა და დოკუმენტი, რომელიც შემდგომში პრემიერმა საჯაროდ წარადგინა, მიზნობრივ ჯგუფებთან მრავალგზის იყო განხილული.

„მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დამტკიცება. სწორედ ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს, ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისს გახდის, მათ გაუიოლებს სამსახურის მოძიებასა და შესაბამისად, დასაქმებას მაღალანაზღაურებად მიმართულებებზე“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მიქანაძის განცხადებით, ამ კონცეფციის  ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება.

„ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ პრინციპის დაცვა. სწორედ ამ პრინციპით, კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მათი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება, რათა მოხდეს პროგრამების დადარება, საკადრო უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის განმარტებით, ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე.

„ამ მიზნით, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომლებიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება მომავალი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას. იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით. აგრეთვე, გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებულია, ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურება, რომელიც მიუძღვის თითოეული უნივერსიტეტის მიმართ.

ამასთან, ჩვენ შემოგვაქვს ახალი პოზიცია, წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ-პროფესორებს შეარჩევს. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი და რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს, საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება. ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე განახორციელებენ რეორგანიზაციას, რათა ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომლებიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულო გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იაპონიაში, ძლიერი თოვლის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა
ლევან მაჭავარიანი ქეთევან გორჯესტანის მიერ ტრამპის კრიტიკაზე: ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს გაიმართება
ეკა ბესელია შვილის მიერ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე: რა თქმა უნდა, მანქანის მართვა არ შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში, ამისთვის პასუხისმგებლობას აიღებს, ამის გამო თვითონაც ძალიან წუხს
დიმიტრი მედვედევი - მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ
არქივი