ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ქეთევან გორჯესტანის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია ლანძღავს დონალდ ტრამპს.
„დონალდ ტრამპი ულტრამემარცხენე იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგია, ეწინააღმდეგება არალეგალურ მიგრაციას. ეს ძალიან არ მოსწონთ ჩვენს რადიკალებს. როდესაც ჩვენ მივიღეთ ანტილგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი, არც ერთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას მხარი არ დაუჭერია. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებთ დონალდ ტრამპში, მან ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სულ არსებობს ორი სქესი, კაცი ვერ გახდება ქალი და პირიქით და ეს რადიკალებისთვის არის წარმოუდგენელი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
სალომე ზურაბიშვილის შვილი, დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს. France24-ის ჟურნალისტმა, ქეთევან გორჯესტანმა ამერიკის „რესპუბლიკურ“ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო გამოწვევებზე ისაუბრა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |