ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 01 თებერვალი 2026, 20:23

ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი ფორმით წარმოუდგენია დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში.

„განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, ზოგი შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცმედიაში თუ მედიაში ან ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. მოვიდნენ, მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან. ზუსტად ასეთი ფორმით წარმომიდგენია მე ის დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში.

იმ პირობებში, როდესაც, მითუმეტეს, გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში გათბობასთან დაკავშირებით უკიდურესად რთული ვითარებაა, 500-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი არის გათბობის გარეშე
სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე: გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები
პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე
ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა
სოზარ სუბარი: გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებაში გარდამტეხი როლი ითამაშა, ტელე „იმედმა“ და ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული კამერებმა, რომლებმაც რეალური სურათის აღდგენის საშუალება მოგვცა, თორემ ყველაფერი ჩაიფარცხებოდა
არქივი