სოზარ სუბარი: გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებაში გარდამტეხი როლი ითამაშა, ტელე „იმედმა“ და ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული კამერებმა, რომლებმაც რეალური სურათის აღდგენის საშუალება მოგვცა, თორემ ყველაფერი ჩაიფარცხებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 01 თებერვალი 2026, 20:49

კარგად გვახსოვს მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადება, გურამ დონაძე იყო მათი პრესსამსახური, მის მიერ შედგენილი ცილისმწამებლური განცხადება, რომ თითქოს ეს იყო რაღაც სვანურ კლანებს შორის დაპირისპირება და ამას ემსხვერპლა სანდრო გირგვლიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდებოდა, რომ სწორედ ამ მიმართულებით წასულიყო გამოძიება და პრაქტიკულად სიმართლე არ დადგენილიყო.

„დედამისის ირინა ენუქიძის ბრძოლამ მოახდინა გადამწყვეტი როლი და ეს იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ბრძოლა, რომ ის არ გაჩერდებოდა, სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებოდნენ. მეორე გარდამტეხი როლი რამაც ითამაშა, ეს იყო ტელეკომპანია „იმედი“ და ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული კამერები, რომლებმაც რეალური სურათის აღდგენის საშუალება მოგვცა, თორემ სინამდვილეში ყველაფერი ჩაიფარცხებოდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

„ალბათ ვერ ვიტყვით უკეთესად, ვიდრე გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იყო შემზარავი და გამაოგნებელი ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლოები, ყველა მუშაობდა იმაზე, როგორ დაეცვათ დამნაშავეები სასჯელისგან, როგორ გაემართლებინათ დამნაშავეები“, - განმარტა სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში გათბობასთან დაკავშირებით უკიდურესად რთული ვითარებაა, 500-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი არის გათბობის გარეშე
სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე: გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები
პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე
ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა
ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას
არქივი