ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 01 თებერვალი 2026, 20:51

მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მძიმე ტენდენციებია.

„სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში თვალსაჩინოა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას და ეს პრინციპში, სამწუხაროდ, წარმატებით გამოსდით. არის პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი, არის სიძულვილის დათესვის კონკრეტული ტენდენციები, რასაც ჩვენს მაგალითზეც თვალსაჩინოდ ვხედავდით და ჩვენ გვინდა, ამას დავუპირისპირდეთ. მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ ყველა ერთ აზრზე უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, დებატები სწორედ იმისთვის არის, რომ განსხვავებული აზრი წარმოადგინონ ადამიანებმა და ამის საფუძველზე საზოგადოებამ შეიქმნას უკვე საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

„იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სივრცე დებატებისთვის, ბუნებრივია, იზრდება დისტანცია საზოგადოების ორ მხარეს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოზიციებთან დაკავშირებით მუდმივი დისკუსიები არსებობდეს იმისათვის, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ იქცეს უარყოფითი გაგებით, კონფლიქტის მიზეზი. ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია ამ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ბუნებრივი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გამოვედით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ხუციშვილი ფასების რეგულაციაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, მნიშვნელოვანი პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ბუნებრივია მაღალი ფასები აწვება მათ სოციალურ მდგომარეობას
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს არიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში გათბობასთან დაკავშირებით უკიდურესად რთული ვითარებაა, 500-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი არის გათბობის გარეშე
სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე: გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები
პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე
არქივი