61
01 თებერვალი 2026, 21:32
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში „არასაკმარისი სამუშაო“ მიმდინარეობს, რადგან ასობით საცხოვრებელი სახლი კვლავ გათბობის გარეშე რჩება.
„კიევში გათბობასთან დაკავშირებით უკიდურესად რთული ვითარება გრძელდება. 500-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი გათბობის გარეშეა. დღემდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა ავტობუსზე, რომელშიც მაღაროელები ისხდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |