დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 01 თებერვალი 2026, 23:19

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ხომალდები ირანთან ახლოს არიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ირანის სულიერი ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ის შეტევამ შესაძლოა, რეგიონული ომი გამოიწვიოს.

„რა თქმა უნდა, ასე იტყვის, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები გვყავს იქ, ძალიან ახლოს. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ გავიგებთ, მართალი იყო თუ არა ის“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

ამასთან, დონალდ ტრამპა ისაუბრა კუბასთან შესაძლო შეთანხმებაზეც. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები კუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ კუბის ხალხთან, კუბის უმაღლეს პირებთან. ვნახავთ, რა მოხდება. მინდა, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ მოვიდნენ და კუბა საშინლად მოეპყრო, მოვუაროთ, შეძლონ დაბრუნება და გააკეთონ ის, რაც უნდათ. მათ იქ ოჯახი ჰყავთ. წლების განმავლობაში ვერ ხედავდნენ მათ. ასე რომ, ვფიქრობ, კუბასთან შეთანხმებას მივაღწევთ. ის ცუდ მდგომარეობაშია. კუბას ჰუმანიტარული პრობლემა აქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ხუციშვილი ფასების რეგულაციაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, მნიშვნელოვანი პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ბუნებრივია მაღალი ფასები აწვება მათ სოციალურ მდგომარეობას
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში გათბობასთან დაკავშირებით უკიდურესად რთული ვითარებაა, 500-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი არის გათბობის გარეშე
სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე: გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები
პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე
ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა
არქივი