39
02 თებერვალი 2026, 14:33
როდესაც ხარ საპარლამენტო პარტია, დებატებს არ უნდა გაურბოდე, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ გახარიას პარტიის მიერ დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს მათი მხრიდან ელემენტარული არგუმენტების არქონა.
„ძალიან საწყენია. როდესაც ხარ საპარლამენტო პარტია, დებატებს არ უნდა გაურბოდე და ნამდვილად გულდასაწყვეტია, თუმცა ამის მიზეზი შესაძლოა იყოს მათი მხრიდან ელემენტარული არგუმენტების არქონა, ან არასაკმარისი არგუმენტები იმისთვის, რომ დასხდნენ ხელისუფლებასთან თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დებატებზე“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |