ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 02 თებერვალი 2026, 17:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი მარიამ ალ ჰამადი დახვდა.

ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.

პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა – ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაის დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: პოლიტიკური საქმიანობა უნდა განახორციელოს პოლიტიკურმა აქტორმა და პარტიამ, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს, ისე, როგორც ბიზნესსოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს შეეფერება
ეკა სეფაშვილი: ევროკომისარმა განაცხადა ღია ეთერში, რომ ისინი ეძებენ გზებსა და ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში შემოიტანონ შავი ფული. ასეთი სამარცხვინო ღირებულებითი კრახი ევროკავშირს, ალბათ, არ ახსოვს
კაია კალასი: პრობლემა ის არის, რასაც ახლა ვხედავთ - უკრაინელებზე დიდი ზეწოლაა, რომ ძალიან რთულ დათმობებზე წავიდნენ
პოლონეთის სეიმის მარშალი: მე არ დავუჭერ მხარს ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენას, რადგან ის ამას არ იმსახურებს
დავით ქართველიშვილი World Governments Summit-ში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე: „ეს არ არის პროტოკოლური დეტალი — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გლობალური პლატფორმა“
არქივი