სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - ეს ადვილი არ იყო, მაშინ, როდესაც საქართველოს რეჟიმს ოკეანის გაღმიდან აქეზებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 02 თებერვალი 2026, 17:30

2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ერთი საკითხია, როდესაც პრეზიდენტად საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ხარ არჩეული და იმ ამოცანასა და ტვირთს ეჩვევი, რომელსაც ასრულებ და ატარებ. მეორე საკითხია, როდესაც იძულებული ხდები, რომ გადაწყვეტილებები სამხედრო მოქმედებების შესახებ მიიღო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან რთულია“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, „ეს ადვილი არ იყო, მაშინ როდესაც საქართველოს რეჟიმს ოკეანის გაღმიდან აქეზებდნენ“.

„როდესაც მსგავსი რამ ხდება, მოულოდნელობის ელემენტი არსებობს. ჩემი აზრით, აქ მთავარია, რომ გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად მიიღო და სწორედ ეს გაკეთდა“, - აღნიშნა მედვედევმა.

მედვედევის განცხადებით, „თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან და სხვა სამხედრო ლიდერებთან სატელეფონო საუბრების შემდეგ ქართული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო“.

„და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა. ასე ვითარების სწრაფად მოგვარება მოხერხდა და იმის ახსნა, რომ რუსეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება. რუსეთთან ასე არასდროს უნდა მოიქცე“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: პოლიტიკური საქმიანობა უნდა განახორციელოს პოლიტიკურმა აქტორმა და პარტიამ, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს, ისე, როგორც ბიზნესსოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს შეეფერება
ეკა სეფაშვილი: ევროკომისარმა განაცხადა ღია ეთერში, რომ ისინი ეძებენ გზებსა და ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში შემოიტანონ შავი ფული. ასეთი სამარცხვინო ღირებულებითი კრახი ევროკავშირს, ალბათ, არ ახსოვს
კაია კალასი: პრობლემა ის არის, რასაც ახლა ვხედავთ - უკრაინელებზე დიდი ზეწოლაა, რომ ძალიან რთულ დათმობებზე წავიდნენ
პოლონეთის სეიმის მარშალი: მე არ დავუჭერ მხარს ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენას, რადგან ის ამას არ იმსახურებს
დავით ქართველიშვილი World Governments Summit-ში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე: „ეს არ არის პროტოკოლური დეტალი — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გლობალური პლატფორმა“
არქივი