დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 02 თებერვალი 2026, 17:36

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი დაიბარა, რათა რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმოს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამის მიზეზი გასულ თვეში რუსეთის მიერ ბრიტანელი დიპლომატის უსაფუძვლო გაძევებაა.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატის გაძევების შესახებ უმიზეზო, გაუმართლებელ გადაწყვეტილებას და ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს. რუსეთის ელჩის დაბარებით საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) ნათლად განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ შეეგუება ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების დაშინებას, ამიტომ დღეს საპასუხო ზომებს ვიღებთ რუსი დიპლომატის აკრედიტაციის გაუქმებით“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების „მუშაობის ჩაშლას“ და კიევისთვის ლონდონის მხარდაჭერის შეფერხებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: საპარლამენტო კომისიის შედეგი უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობის იმგვარად მოწესრიგება, რომ შეიქმნას დამზღვევი მექანიზმები, რომელიც მომავალში აგვარიდებს არასამართლიან კონკურენციას
ეკა სეფაშვილი: პოლიტიკური საქმიანობა უნდა განახორციელოს პოლიტიკურმა აქტორმა და პარტიამ, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს, ისე, როგორც ბიზნესსოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს შეეფერება
ეკა სეფაშვილი: ევროკომისარმა განაცხადა ღია ეთერში, რომ ისინი ეძებენ გზებსა და ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში შემოიტანონ შავი ფული. ასეთი სამარცხვინო ღირებულებითი კრახი ევროკავშირს, ალბათ, არ ახსოვს
კაია კალასი: პრობლემა ის არის, რასაც ახლა ვხედავთ - უკრაინელებზე დიდი ზეწოლაა, რომ ძალიან რთულ დათმობებზე წავიდნენ
პოლონეთის სეიმის მარშალი: მე არ დავუჭერ მხარს ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენას, რადგან ის ამას არ იმსახურებს
არქივი