პოლონეთის სეიმის მარშალი: მე არ დავუჭერ მხარს ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენას, რადგან ის ამას არ იმსახურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 02 თებერვალი 2026, 18:58

პოლონეთის სეიმის მარშალმა, ვლადიმირ ჩაჟასტემ ვარშავაში, სეიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას, რადგან მისი განმარტებით, ტრამპი ამას არ იმსახურებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლონეთის სეიმის მარშალმა ასე უპასუხა მიმართვას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის პრემიაზე წარდგენისთვის მხარდაჭერას ითხოვდა.

„2025 წელს სხვას არავის გაუკეთებია ამაზე მეტი მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, - წერენ დოკუმენტის ავტორები.

გასული კვირის ბოლოს ვლადიმირ ჩაჟასტემ განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი, რომელშიც მისგან ითხოვდნენ, ნობელის მშვიდობის პრემიაზე პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა.

ეს იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას ერთობლივი ინიციატივა, რომლებმაც მოითხოვეს, განაცხადი ნორვეგიის ნობელის კომიტეტისთვის წარედგინათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რეალური ნაბიჯებისთვის მზად არის, გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია - ომი უნდა დასრულდეს
ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში კახა ბენდუქიძის შესახებაც არის საუბარი
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
უნგრეთმა სარჩელი შეიტანა ევროკავშირის სასამართლოში REPowerEU რეგულაციის გასაჩივრების მიზნით, რომელიც ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტს კრძალავს
მსოფლიოს მთავრობათა სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - ამ ღონისძიებაში პრემიერის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის
არქივი