ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან დათმობებზე ყურადღების გამახვილება საფრთხეს უქმნის რუსეთის პასუხისმგებლობის მკაფიო საზღვრების მოშლას.
„პრობლემა ის არის, რასაც ახლა ვხედავთ... უკრაინელებზე დიდი ზეწოლაა, რომ ძალიან რთულ დათმობებზე წავიდნენ“, - აღნიშნა კალასმა, თუმცა გააფრთხილა, რომ ეს ქმნის იმის რისკს, რომ „დაიბინდოს სურათი იმის შესახებ, თუ სად არის სინამდვილეში პრობლემის სათავე“.
„თუ ბოლო 100 წელს გადავხედავთ, რუსეთი თავს დაესხა სულ მცირე 19 ქვეყანას, ზოგიერთ მათგანს - 3-ჯერ ან 4-ჯერაც კი“, - განაცხადა მან.
კალასის თქმით, რუსები ცდილობენ ფოკუსირება აშშ-სთან მოლაპარაკებებზე მოახდინონ, რათა თავი აარიდონ რთულ საუბრებს, რადგან ხედავენ, რომ „ამერიკელებთან ლაპარაკი მათ ეხმარება მაქსიმალისტურ მოთხოვნებში, რომლებისთვისაც სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არც კი მიუღწევიათ“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |