ეკა სეფაშვილი: პოლიტიკური საქმიანობა უნდა განახორციელოს პოლიტიკურმა აქტორმა და პარტიამ, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს, ისე, როგორც ბიზნესსოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს შეეფერება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 02 თებერვალი 2026, 19:22
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც მეწარმე სუბიექტის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას არ უკავშირდება, ადმინისტრაციული დარღვევა გახდება. 

დეპუტატის თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს პოლიტიკური აქტორი და პარტია, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს, ისე, როგორც შეფერის ბიზნესსოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს. 

„რადიკალური ფრთა და აგენტები ცდილობენ, რომ კანონის ეს ჩანაწერი წარმოაჩინონ უტრირებულად და დახატონ მაქსიმალურად მუქ ფერებში. სინამდვილეში საუბარია იმაზე, რომ ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, შესთავაზოს მომხმარებელს მომსახურება, საქონელი და არ იყოს ეს მომსახურეობა და საქონლის შეთავაზება რაიმე პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული. ანუ ბიზნესი ყველას ერთიანი სტანდარტით უნდა მოემსახუროს. ზოგადად, თუ პოლიტიკაში ჩართვა სურს ბიზნესის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, მისთვის გზა ხსნილია. აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკაში ბიზნესის ფული და პირდაპირი დაფინანსება არ უნდა შედიოდეს, როგორც არის აკრძალული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, სწორად ამ კუთხითა და ლოგიკით არის აკრძალული ბიზნესის მიერ ასეთი პოლიტიკური აქტივობის წამართვა. არსებობს გზები, რითაც შეუძლია ბიზნესს თავისი სიმპატია, თუ ანტიპატია გამოხატოს, მაგრამ ისე რომ, არ შეილახოს ჩვეულებრივი რიგითი მომხმარებლის უფლება და არ დაირღვეს საქართველოს კანონი „პოლიტიკური საქმიანობის შესახებ“. 
ხაზგასმით მსურს ავღნიშნო, რომ კანონში ცვლილება არ ეხება ბიზნესის ინტერესებს, მაგალითად ბიზნეს სფეროში რაიმე რეგულაციის შეცვლის, ან მათ სფეროში არსებული მოთხოვნების დაყენებას, კანონი მათ არ უკრძალავს. 
პოლიტიკური საქმიანობა უნდა განახორციელოს პოლიტიკურმა აქტორმა და პარტიამ, ხოლო ბიზნესი უნდა მოქმედებდეს, როგორც ბიზნესსოპერატორს და ეკონომიკურ აგენტს შეეფერება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რეალური ნაბიჯებისთვის მზად არის, გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია - ომი უნდა დასრულდეს
ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში კახა ბენდუქიძის შესახებაც არის საუბარი
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
უნგრეთმა სარჩელი შეიტანა ევროკავშირის სასამართლოში REPowerEU რეგულაციის გასაჩივრების მიზნით, რომელიც ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტს კრძალავს
მსოფლიოს მთავრობათა სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - ამ ღონისძიებაში პრემიერის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის
არქივი