აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 02 თებერვალი 2026, 20:24

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელი იძებნება.

კერძოდ, ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ქალისთვის, რომლის სახელი და გვარი დაფარულია, სავიზო აპლიკაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს.

ბლეინი საკუთარი თავის წარდგენისას კი აცხადებს, რომ ცნობილი ილუზიონისტია და საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აქვს წარმოდგენა გამართული.

„გამოსვლები მქონდა მთელ მსოფლიოში და დავამყარე თუ მოვხსენი არაერთი მსოფლიო რეკორდი, მათ შორის: სუნთქვის შეკავება 17 წუთზე მეტხანს, 35 საათის გატარება დაახლოებით 32 მეტრის სიმაღლის ბოძზე და ერთი კვირის განმავლობაში კუბოში დამარხული ყოფნა. საერთაშორისო მოგზაურობებისას კერძო მაგიურ ნომრებს ვასრულებდი პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისთვის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის, თავდაცვის მდივან დონალდ რამსფელდისთვის პენტაგონში, გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერისთვის, ჰენრი კისინჯერისთვის, ბილ გეითსისა და მერ მაიკლ ბლუმბერგისთვის. ასევე, მაგიური ნომრები შევასრულე რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისთვის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევისთვის“, - წერს ბლეინი წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინული მედია - მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა
გიორგი გამსახურდია ბესელიას შვილზე: ჩვენს კოლეგებს რომ ეუბნება დიდის ამბით, რატი ვარ მილორავაო, ადექი და მიიღე რაც კანონით გეკუთვნის, დედიკოსთან კი ნუ გარბიხარ ვიშვიშით
ფიფას პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ გატარებულ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რეალური ნაბიჯებისთვის მზად არის, გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია - ომი უნდა დასრულდეს
არქივი