ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში კახა ბენდუქიძის შესახებაც არის საუბარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 02 თებერვალი 2026, 21:03

ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში ქართველი ბიზნესმენის და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დამაარსებლის, კახა ბენდუქიძის შესახებაც არის საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, ფალკონვუდის კორპორაციის თავმჯდომარის თანაშემწემ, დაიანა ვილაბონმა ჯეფრი ეპშტეინს 2010 წლის 30 მარტს გაუგზავნა წერილი და წერილის სათაურის ველში მითითებულია Georgian guy.

„დოქტორი ჯარეკი და ჯიმ მილერი შეხვდებიან ბატონ კახა ბენდუქიძეს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს და დაინტერესდნენ, გსურთ თუ არა თქვენც შეხვედრა. შეხვედრა გაიმართება გრემერსი ჰაუსში, 30.03.10, დილის 11 საათზე. აქ არის ბატონი ბენდუქიძის შესახებ ვიკიპედიის ჩანაწერი: http://en.wikipedia.oro/wiki/Kakha Bendukidze. თუ შეძლებთ დასწრებას, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე შემატყობინოთ“, – ნათქვამია წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინული მედია - მარკ რუტე ხვალ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა
გიორგი გამსახურდია ბესელიას შვილზე: ჩვენს კოლეგებს რომ ეუბნება დიდის ამბით, რატი ვარ მილორავაო, ადექი და მიიღე რაც კანონით გეკუთვნის, დედიკოსთან კი ნუ გარბიხარ ვიშვიშით
ფიფას პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ გატარებულ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რეალური ნაბიჯებისთვის მზად არის, გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია - ომი უნდა დასრულდეს
არქივი