ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 02 თებერვალი 2026, 22:08

განათლების მინისტრის მოადგილესთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, უნივერსიტეტის აკადემიურმა ხელმძღვანელობამ, საბჭომ, დეკანებმა, ლექტორებმა, ადმინისტრაციამ თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს, რა არის დადებითი შერწყმაში და რას ვხედავთ უარყოფით მხარედ, ეს იყო პროფესიული საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაიგეგმა, რომ კვირის ბოლოს შეხვედრა შედგება განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც პოზიციები საბოლოოდ შეჯერდება.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავისთვის ხელის გადაგრეხა, იქნება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. მე, როგორც რექტორს, პირადი აზრი, დიდი ხანია, მაქვს, მაგრამ არ მაქვს უფლება აზრის დაფიქსირების, ვიდრე ყველა მხარესთან არ მექნება საუბარი. ჩემს აზრს დავაფიქსირებ კოლეგებთან, შემდეგ კი – ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ერთი წელია, 19 უნივერსიტეტი და განათლების სამინისტრო ვმუშაობთ განათლების რეფორმაზე, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მაგრამ უნივერსიტეტის გაერთიანებაზე გადაწყვეტილება ჩემთვის და ჯაბა სამუშიასთვის ცნობილი წინა დღეს გახდა. მეორე დღეს, მინისტრთან შეთანხმებით, შევკრიბეთ პროფესორ-მასწავლებლები და გავაცანით ეს იდეები. მე და ჯაბა სამუშიამ ვიცით, რამხელა ტვირთი გვაქვს, გარწმუნებთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა გურგენიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვეღარასდროს შეძლებს ფეხბურთის თამაშს, რუსეთმა ისინი მოკლა - მორალურად დეგრადირებული ადამიანები კი აკრძალვების მოხსნის ინიციატივით გამოდიან
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოიშალა. მიდის პირდაპირი ბრძოლა სახელმწიფოს სულისთვის, მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები - ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვების შესაძლებლობაა
სოზარ სუბარი: როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ - ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ვხედავთ ჩვენ, რა დაპირისპირებები არის ევროკავშირის შიგნით
შალვა პაპუაშვილი: სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ
არქივი