გიორგი გამსახურდია ბესელიას შვილზე: ჩვენს კოლეგებს რომ ეუბნება დიდის ამბით, რატი ვარ მილორავაო, ადექი და მიიღე რაც კანონით გეკუთვნის, დედიკოსთან კი ნუ გარბიხარ ვიშვიშით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 02 თებერვალი 2026, 22:45

ყოჩაღ ბიჭებს, კიდევ კარგად რომ მოუთმინეს, სხვა ქვეყანაში ალბათ არ იცის ამან, მაგ საქციელზე რა შედეგები დგება. ეს პატიმრების სიით გამდიდრებული დედამისი კიდევ, დემოკრატიას გვიწუნებს აქეთ, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას ადმინისტრაციული წესით დაკავებას, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილით გადაადგილდებოდა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

გამსახურდიას განცხადებით, ბესელიას შვილს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო და „დედიკოსთან ვიშვიშით“ არ უნდა წასულიყო.

„ეკა ბესელია, თავის შვილს რომ იცავს, მანდ უცნაური არაფერია. პირიქით რომ იყოს, ეგ იქნება გასაკვირი. ახლა რაც შეეხება ამ ლაწირაკს, ჩვენს კოლეგებს რომ ეუბნება დიდის ამბით, რატი ვარ მილორავაო. თუ რატი ხარ მილორავა, აი ადექი და შენს საქციელზე შენ თვითონ დადექი ატვეჩაი და მიიღე ის რაც კანონით გეკუთვნის, დედიკოსთან კი ნუ გარბიხარ მერე ვიშვიშით, ეს რა დამემართაო. ყოჩაღ ბიჭებს, კიდევ კარგად რომ მოუთმინეს, სხვა ქვეყანაში ალბათ არ იცის ამან, მაგ საქციელზე რა შედეგები დგება. ეს პატიმრების სიით გამდიდრებული დედამისი კიდევ, დემოკრატიას გვიწუნებს აქეთ,” - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას 2000 ლარი ჯარიმა და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვეღარასდროს შეძლებს ფეხბურთის თამაშს, რუსეთმა ისინი მოკლა - მორალურად დეგრადირებული ადამიანები კი აკრძალვების მოხსნის ინიციატივით გამოდიან
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოიშალა. მიდის პირდაპირი ბრძოლა სახელმწიფოს სულისთვის, მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები - ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვების შესაძლებლობაა
სოზარ სუბარი: როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ - ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ვხედავთ ჩვენ, რა დაპირისპირებები არის ევროკავშირის შიგნით
შალვა პაპუაშვილი: სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ
არქივი