შალვა პაპუაშვილი: სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 03 თებერვალი 2026, 00:29

აშშ-ის გამოცხადებული პოლიტიკა დღეს არის ის, რომ აღიარეს და ამხილეს - ეს იყო სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენა, მათთვის იდეოლოგიების თავს მოხვევა. ამაზე უარი თქვა დღევანდელმა ადმინისტრაციამ და თქვა, რომ მე სხვა გზებით, ინტერესების წინ წაწევით და ინტერესების შეჯერებით, წავწევ წინ ჩემს ამერიკულ ინტერესებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“.

მან უცხოური დაფინანსებისა და გავლენების შესახებ ისაუბრა.

„ბატონი იაგო საუბრობდა, სუს-ი რისთვის გყავთო. სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ. თუმცა, მეორე მხრივ, გაიხედეთ გარეთ - 2026 წელია, აღარ არის 2022 და 2023 წელი. ისე საუბრობთ, თითქოს ამერიკის ადმინისტრაციას USAID-ი არ დაეხუროს, თითქოს „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსება არ შეწყდა.

თქვენ კითხვა არ გიჩნდებათ? აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ დაფუძნებულ „რადიო თავისუფლებას“, რომელიც ოფიციალური პროპაგანდის ინსტრუმენტი იყო, დაფინანსება შეუწყვიტა ამერიკამ და ვინ აფინანსებს? - ევროპული წყაროები. კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ გადაიბარეს ეს პროპაგანდის ინსტრუმენტი?

შეწყვეტის მიზეზი რა იყო - აშშ-ის გამოცხადებული პოლიტიკა დღეს არის ის, რომ აღიარეს და ამხილეს: ეს იყო სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენა, მათთვის იდეოლოგიების თავს მოხვევა. ამაზე უარი თქვა დღევანდელმა ადმინისტრაციამ და თქვა, რომ მე სხვა გზებით, ინტერესების წინ წაწევით და ინტერესების შეჯერებით, წავწევ წინ ჩემს ამერიკულ ინტერესებს.

რბილი ძალა სხვა არაფერია, ამიტომ ვამბობ, გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას. მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს. ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება სამყაროში და ეს იწინასწარმეტყველა ამ კანონმა - ამიტომ გაუსწრო წინ გეოპოლიტიკურად იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვეღარასდროს შეძლებს ფეხბურთის თამაშს, რუსეთმა ისინი მოკლა - მორალურად დეგრადირებული ადამიანები კი აკრძალვების მოხსნის ინიციატივით გამოდიან
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოიშალა. მიდის პირდაპირი ბრძოლა სახელმწიფოს სულისთვის, მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები - ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვების შესაძლებლობაა
სოზარ სუბარი: როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ - ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ვხედავთ ჩვენ, რა დაპირისპირებები არის ევროკავშირის შიგნით
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ ადამიანებს უჩივლებს, რომლებიც მას ეპშტეინთან კავშირსა და მეგობრულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ
არქივი