სოზარ სუბარი: როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ - ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 03 თებერვალი 2026, 00:37

როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ - ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „რუსთავი 2-ის" გადაცემა „დებატებში“.

„როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ - ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მას შემდეგ, რაც ქართული „ენჯეოების“ ნაწილმა თქვა, რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან ამ კანონის ფარგლებში, არ ცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს, გადარეგისტრირდნენ უცხოეთში... ამის შემდეგ იყო შეკითხვები საელჩოების მიმართ, რომ, მაგალითად, უცხოეთში გადარეგისტრირებულ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე" თუ გაგიციათ გრანტი - საქართველოში აკრედიტებული საელჩოები ამაზე პასუხს არ იძლევიან, ე.ი. რაღაც დასამალი აქვთ და პირდაპირ აფინანსებენ უცხოეთიდან საქართველოში ისეთ ქმედებებს, რაც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვეღარასდროს შეძლებს ფეხბურთის თამაშს, რუსეთმა ისინი მოკლა - მორალურად დეგრადირებული ადამიანები კი აკრძალვების მოხსნის ინიციატივით გამოდიან
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოიშალა. მიდის პირდაპირი ბრძოლა სახელმწიფოს სულისთვის, მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები - ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვების შესაძლებლობაა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როდესაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ვხედავთ ჩვენ, რა დაპირისპირებები არის ევროკავშირის შიგნით
შალვა პაპუაშვილი: სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ ადამიანებს უჩივლებს, რომლებიც მას ეპშტეინთან კავშირსა და მეგობრულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ
არქივი