აშშ მზად არის რუსეთთან დაახლოებისთვის, რათა „დაარტყას“ ჩინეთს - Politico
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 18 მარტი 2026, 11:01

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს მოსკოვთან ურთიერთობების გადახედვის შესაძლებლობას. გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ თუ რუსეთს წაახალისებენ უკრაინაში ომის დასრულებისკენ და დააბრუნებენ დასავლეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ამან შეიძლება შეცვალოს გლობალური ძალთა ბალანსი და შეასუსტოს პეკინის გავლენა.

კერძოდ, განიხილება ეკონომიკური სტიმულებისა და ინვესტიციების იდეა, რომლებიც შეიძლება „დააახლოვოს“ მოსკოვა ვაშინგტონთან.

ამავდროულად, უკრაინაში ამ სტრატეგიას სკეპტიკურად უყურებენ. წყაროები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მცდელობები წარსულშიც ყოფილა და შედეგი არ მოუტანია, ხოლო რუსეთისა და ჩინეთის კავშირი კვლავ მყარია.

ექსპერტებიც ეჭვობენ ამ მიდგომის წარმატებაში: მათი აზრით, მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიღწეული იყოს ეს არის შეზღუდული თანამშრომლობა და არა მოსკოვის პეკინთან ურთიერთობის გაწყვეტა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„პოლიტიკო“ - ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ისაია - ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო
უფლებადამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ცნობით, ომის დროს, სულ მცირე, 1 400 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავის მანქანასთან შეჯახებას 2 პილოტი ემსხვერპლა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
არქივი