საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 18 მარტი 2026, 23:14

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„პოლიტიკო“ - ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ისაია - ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო
უფლებადამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ცნობით, ომის დროს, სულ მცირე, 1 400 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავის მანქანასთან შეჯახებას 2 პილოტი ემსხვერპლა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
არქივი