ეროვნული ბანკის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით, საქართველოს ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 23 მარტი 2026, 10:28

საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan Stanley Investment Management, Kirkoswald, Aberdeen, MetLife და სხვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი ინვესტორები სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, ერთობლივი შეხვედრა გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან.

შეხვედრისას ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააცნობენ. ასევე მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე.

„ამერიკელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მსგავსი ფორმატის შეხვედრების ფარგლებში ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკელი ინვესტორების ნდობას და საქართველოსადმი მაღალ ინტერესს“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი ასევე მონაწილეობას მიიღებენ კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს „თიბისი კაპიტალის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით იმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„პოლიტიკო“ - ევროკავშირი უნგრეთისთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ისაია - ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო
უფლებადამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ცნობით, ომის დროს, სულ მცირე, 1 400 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავის მანქანასთან შეჯახებას 2 პილოტი ემსხვერპლა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
არქივი