69
23 მარტი 2026, 10:40
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, იერიში მიმართულია თეირანში მდებარე „ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ლიბანში ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლა კვირების განმავლობაში გაგრძელდება.
მისივე თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა საფრთხე შეუქმნან ისრაელის სახელმწიფოს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |