პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 23 მარტი 2026, 12:38

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 26 ივლისს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მაღაზიაში დანა იყიდა, იმავე დღეს მივიდა დაზარალებულთან და შურისძიების მოტივით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“
ბულგარეთის პატრიარქი: ჩვენ უკანასკნელ, მიწიერ გზაზე გავაცილეთ ღვთის ადამიანი. პიროვნება, რომელიც 49 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქად მსახურება ღვთის კურთხევის გარეშე შეუძლებელია
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
40 დღის განმავლობაში, სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები ჩაატარებენ პანაშვიდებს
სუს-ი - 22 მარტს სამების ტაძრის ტერიტორიაზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინება
არქივი