პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 23 მარტი 2026, 14:23

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე ნიკოლოზი პატრიარქობის კანდიდატზე - ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს
აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს
მიხეილ ყაველაშვილი: სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა, პირისპირ შევხვდი. შეხვედრაზე ჩემმა კოლეგამ ილია II-ის გარდაცვალების გამო მომისამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა
ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიაზე: როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის მადლიერებაზე მაღლა ყოველთვის პოლიტიკური შური დგას
ზერეკიძე: გვარამია შე ქათამო! რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა
არქივი