ბულგარეთის პატრიარქი: ჩვენ უკანასკნელ, მიწიერ გზაზე გავაცილეთ ღვთის ადამიანი. პიროვნება, რომელიც 49 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქად მსახურება ღვთის კურთხევის გარეშე შეუძლებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 23 მარტი 2026, 14:58

ბულგარეთის პატრიარქი დანიილი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ამბობს, რომ ქართველ ერს, ილია მეორის სახით ღვთის დიდი კურთხევა ჰქონდა მინიჭებული.

მისი თქმით, პატრიარქისა და წმინდა გაბრიელ სალოსის, ამ ორი ადამიანის ბრძოლა იყო რწმენით, პატიოსანი ცხოვრებითა და საგანმანათლებლო საქმიანობით, ხალხის საკეთილდღეოდ.

„ჩვენ უკანასკნელ, მიწიერ გზაზე გავაცილეთ ღვთის ადამიანი. პიროვნება, რომელიც 49 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქად მსახურება ღვთის კურთხევის გარეშე შეუძლებელია. იშვიათი მოვლენაა და ეს ნიშნავს, რომ ქართველ ერს ილია მეორის სახით, ღვთის დიდი კურთხევა ჰქონდა მინიჭებული. ვნახეთ ადამიანთა უსასრულო ნაკადი. ხალხი, რომელიც მადლიერი იყო მისი უწმინდესობით და გამოსამშვიდობებლად მივიდა მასთან.

როგორც ილია მეორემ, ასევე წმინდა გაბრიელ სალოსმაც, მოღვაწეობა დაიწყეს კომუნისტური რეჟიმის დროს განხორციელებული დევნის შემდეგ. ანუ, სულიერი თვალსაზრისით ეს იყო უდაბნო და დაიწყეს რწმენით, პატიოსანი ცხოვრებითა და საგანმანათლებლო საქმიანობით ხალხის საკეთილდღეოდ. წმინდა გაბრიელ სალოსი წმინდანად სწორედ ილია მეორემ აკურთხა და მათი ბრძოლა იყო რწმენით, პატიოსანი ცხოვრებითა და საგანმანათლებლო საქმიანობით ხალხის საკეთილდღეოდ.

მამა გაბრიელის სიწმინდეების ნაწილები გვაქვს ბულგარეთშიც. ჩვენ მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ამ ორი ადამიანის მაგალითი უდიდესია ჩვენთვის. ვიმედოვნებთ, რომ მოგვეწევა მათი ლოცვა. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში რწმენა კიდევ უფრო განმტკიცდეს, ხოლო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც განაგრძობდეს ზრდას ძმური სიყვარულითა და ერთობით საქართველოსთან“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე ნიკოლოზი პატრიარქობის კანდიდატზე - ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს
აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს
მიხეილ ყაველაშვილი: სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა, პირისპირ შევხვდი. შეხვედრაზე ჩემმა კოლეგამ ილია II-ის გარდაცვალების გამო მომისამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა
ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიაზე: როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის მადლიერებაზე მაღლა ყოველთვის პოლიტიკური შური დგას
ზერეკიძე: გვარამია შე ქათამო! რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა
არქივი