მეუფე ნიკოლოზი პატრიარქობის კანდიდატზე - ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 23 მარტი 2026, 15:39

ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ. ალბათ, შემდეგ მოვემზადებით. აღდგომის დღესასწაული მოდის, ეს ყველაფერი ჩავატაროთ, ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, პატრიარქობის რამდენი კანდიდატი შეიძლება გამოიკვეთოს და რა გამოწვევები ელოდება მას.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით „სინოდის წევრებს, ჯერ არც კი უსაუბრიათ“.

„ალბათ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება, დაღლილობა... ფაქტობრივად, სინოდის წევრების უმრავლესობას, ვინც საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული, არ გვძინებია. ცოტას დავისვენებთ.

წინა დღეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სიონის ტაძარში ნაკადი არ შეწყდება. ვფიქრობ, კიდევ და კიდევ მოუნდებათ აქ მოსვლა“, - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იანოშ ბოკა: ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი - ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს
ელენე ხოშტარიას ხვალ განაჩენს გამოუცხადებენ
სიონის საპატრიარქო ტაძარში, მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები მივიდნენ, ისინი პატრიარქისთვის პანაშვიდს აღავლენენ
შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება - ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს
აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს
არქივი