იანოშ ბოკა: ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი - ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 23 მარტი 2026, 17:33

ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი. ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს. საქმე ეხება ევროპის მომავალსა და ერების სუვერენიტეტს, - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას.

ბოკამ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის დაცვა.

„დღევანდელ ევროკავშირში ვხედავთ კონსტიტუციურ გადატრიალებებს, რომლებიც მიმდინარეობს ამომრჩევლის ნებართვის გარეშე. სუვერენიტეტის გარეშე ევროპული ინტეგრაცია აზრს კარგავს, რადგან სუვერენიტეტის გარეშე ინტეგრაცია უბრალოდ იმპერიის მშენებლობას ნიშნავს“, - აღნიშნა ბოკამ.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტშია. ვიზიტის ფარგლებში, ის პატრიოტთა პირველ ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა უნგრეთის პარლამენტში პანელურ დისკუსიაზე , სადაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობასა და გამოწვევების ფონზე ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება
ელენე ხოშტარიას ხვალ განაჩენს გამოუცხადებენ
სიონის საპატრიარქო ტაძარში, მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები მივიდნენ, ისინი პატრიარქისთვის პანაშვიდს აღავლენენ
შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება - ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს
არქივი