ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 23 მარტი 2026, 18:42

პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იყო, ყველა ადამიანმა ვერ შეძლო ტაძარში მისვლა.

მისივე განმარტებით, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ.

„პანაშვიდები იქნება ყოველ დღე, სიონის საკათედრო ტაძარში. განრიგი გამოქვეყნდა, რაღაც დრო არის დილიდან საღამომდე. უწყვეტად იქნება პანაშვიდები, იმორიგეებენ სასულიერო პირები და ყველა მომსვლელს შეეძლება, პანაშვიდს დაესწროს. პანაშვიდები იქნება სულ.

პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა იმ ერთმა წუხილმა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში ღია იყო სამების ტაძარი. მაინც ვერ მოხერხდა, ყველა მოსულიყო, თუმცა საფლავზე მოსვლა ყველას შეეძლება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქმა თავისი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია ანდერძშიო
ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პარსელს შეხვდა
მეუფე შიო - ილია მეორე როგორც თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება
იანოშ ბოკა: ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი - ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს
არქივი