გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 01 მაისი 2026, 06:29

გოლდერს გრინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის ეროვნული დონე „მნიშვნელოვანიდან“ „სერიოზულ“ ნიშნულამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავდასხმის მცდელობა მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი.

ტერორიზმის ანალიზის გაერთიანებული ცენტრის (JTAC) განცხადებით, საფრთხის დონის ამაღლება მხოლოდ გუშინდელ თავდასხმას არ უკავშირდება.

უწყების განმარტებით, საფრთხე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, რაც განპირობებულია ქვეყნის შიგნით არსებული ისლამისტური და უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფებისა თუ ცალკეული პირების გააქტიურებით.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა:

დღეიდან ეროვნული საფრთხის დონე გახდა „სერიოზული“, რაც ნიშნავს, რომ ტერორისტული თავდასხმა მიჩნეულია ძალიან სავარაუდოდ. ვიცი, რომ ეს ბევრისთვის იქნება შეშფოთების საფუძველი, განსაკუთრებით ჩვენი ებრაული თემისთვის, რომელმაც ისედაც ბევრი გადაიტანა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ უკვე დააანონსა ინვესტიციების რეკორდული ზრდა ებრაული თემის დასაცავად. დაფინანსება მიმართული იქნება სინაგოგების, სკოლებისა და სათემო ცენტრების პოლიციური მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა საზოგადოება ანტისემიტიზმის ბოროტებისგან გავათავისუფლოთ“, - დასძინა მაჰმუდმა და მოქალაქეებს სთხოვა, ნებისმიერი საეჭვო გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
არქივი