ანდრია ჯაღმაიძე: გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 02 მაისი 2026, 17:02

გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევის პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ სინოდის წევრები კვლავ უყრიან კენჭს და კენჭისყრას სამ კანდიდატს შორის იქნება.

„კრებასთან დაკავშირებით ძირითადი სამზადისი ხდება აქ, საპატრიარქოში, ამიტომ ვადევნებთ თვალს. ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, ტექნიკური ნაწილია ძალიან დაწვრილებით გასავლელი, რომ ყველაფერი იყოს წინასწარ განსაზღვრული. რაც შეეხება თარიღს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება.

პროცედურა მდგომარეობს იმაში, რომ სინოდის წევრები კვლავ უყრიან კენჭს, ახლა უკვე იქნება კენჭისყრას სამ კანდიდატს შორის. თუმცა, იქ მხოლოდ სინოდი არ იქნება შეკრებილი. გაფართოებული კრება ჰქვია იმიტომ, რომ ყველა ეპარქიიდან, ყველა მონასტრიდან და უმაღლესი სასულიერო სასწავლებლებიდან იქნებიან წარმოდგენილი, ასევე იქნებიან სამოქალაქო პირები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტიდან და მათი თანდასწრებით მოხდება კენჭისყრა.

დელეგატს უფლება აქვს სიტყვით მიმართვის და ესეც წინასწარ იქნება განსაზღვრული. დელეგატების რაოდენობა ზუსტდება, 2 000-ს მიაღწევს სრული რაოდენობა. იცით, რომ სამი კანდიდატი იყრის კენჭს. პირველივე ტურში 20 ხმას თუ მოიპოვებს ვინმე, მეორე ტური აღარ ჩატარდება, ხოლო თუ სამი კანდიდატიდან არცერთს არ ექნება 20 ან მეტი ხმა, მაშინ ორ დაწინაურებულ კანდიდატს შორის გაიმართება მეორე ტური, იმავე დღეს, იქვე“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

28 აპრილს, სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი აირჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
არქივი