მორიგი რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ დოკუმენტს კენჭს უყრიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 05 მაისი 2026, 11:39

მორიგი რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ - დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში კენჭს უყრიან დოკუმენტს, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს მიერ არის მომზადებული. რეზოლუციაში „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ და პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

იუკნევიჩიანეს პროექტში შესწორებები შეიტანეს, სადაც რამდენიმე ევროპარლამენტარი მედიასაშუალებების - „იმედის“, „რუსთავი2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედოს ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებს, მიჰბაძონ გაერთიანებულ სამეფოს და მიიღონ შესაბამისი შემზღუდავი მაგალითები.

უმკაცრესად გმობს ტელეკომპანიების - „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და POSTV-ის მიერ გავრცელებულ სისტემატურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას. არხების, რომლებიც მოქმედებენ, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო შტო და არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო ევროკავშირის სანქციების გლობალური რეჟიმის ფარგლებში, თუკი ამგვარი მტრული საქმიანობა გაგრძელდება“, - წერია დოკუმენტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
შალვა პაპუაშვილი - ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის ჩვენი პოზიცია, რა არის გასაკეთებელი აშშ-ის მხრიდან, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე დღევანდელი განაჩენი არის ტესტი პაველ ჰერჩინსკის ევროპულობაზე, ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
არქივი