პრემიერი: როგორც კი გამოვა საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 05 მაისი 2026, 12:24

28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, როგორც კი გამოვა საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი.

„28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ. ამითაც დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა, რომ უნდოდათ სამ თვეში ერთხელ დავეშანტაჟებინეთ, ხან ეს არ მოგვცეს, ხან იქ არ მიგვიწვიეს და ა.შ. ეს შანტაჟი დამთავრდა. ერთადერთი შანტაჟისთვის იყო გათვლილი ეს ყველაფერი, არავის არ აინტერესებდა არცერთი ქვეყნის მიღება ევროკავშირში. ეს იყო რეალობა. ერთადერთი, რისთვისაც აინტერესებდათ ეს თემა, იყო შანტაჟი და ჩვენ არ მივეცით ამ ხალხს შანტაჟის საშუალება. არაფერი საინტერესო არ არის, არც შეხვედრებზე მიწვევა, არც ამის გახსნა, არც იმის გახსნა, თუ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება ეს ყველაფერი. არ გვაინტერესებს მათი შანტაჟი. როგორც კი გამოვა ამ საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი. ეს არის მათი საქმე.

ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, არის ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა, დანარჩენი ყველაფერი სამუშაო პროცესია“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
შალვა პაპუაშვილი - ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის ჩვენი პოზიცია, რა არის გასაკეთებელი აშშ-ის მხრიდან, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე დღევანდელი განაჩენი არის ტესტი პაველ ჰერჩინსკის ევროპულობაზე, ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
არქივი