შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 07 მაისი 2026, 21:37

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ბრალეულობა დამხობის ორგანიზების კუთხით და კიდევ ერთხელ მიეცა შეფასება, რა მოხდა 4 ოქტომბერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური შეფასებების შემდეგ, უკვე არსებობს სასამართლოს დოკუმენტი, რასთან გვქონდა საქმე.

„დღეს თუ გაირკვა, ვის აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეუმდგარი დამხობის ორგანიზებაში, ჩვენ აქამდე ვიცოდით, ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალადობაზე და ეს გახლავთ ბრიუსელი. ეს არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს. ვნახეთ ევროკომისიის მხარდაჭერა წინასწარ დაანონსებული ძალადობის მიმართ. ასევე იმ დღეს, როცა მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით ევროპარლამენტარები რასა იუნკვენიჩიანე და სხვა მსგავსი, ქართველი ხალხის მიმართ მტრული გეგმების მქონე ადამიანები მხარს უჭერდნენ ხელისუფლების დამხობას. მათ შორის იყო მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა ძალადობას. ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს გამყარდა სამართლებრივი საფუძვლით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გასცენ ევროკომისიამ და მისმა წარმომადგენელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

„ჩვენ გვაინტერესებს პასუხი ევროკავშირისგან, სად არის ევროპული ღირებულება, რაზეც გვესაუბრებიან. ძალადობა არის ევროპული ღირებულება? ხელისუფლების დამხობა ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება, ადამიანების დაზიანება ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება. ამაზე პასუხები ევროკომისიამ უნდა გასცეს და მისი წარმომადგენელი გახლავთ ევროკავშირის ელჩი. ამიტომ, ევროკავშირის ელჩისგან მოველით და ვითხოვთ პასუხს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს მის სასახლეზე მათ მიერ გამხნევებული და წაქეზებული ადამიანების თავდასხმის გამო. აპირებს თუ არა პირადად პაველ ჰერჩინსკი, ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს იმის გამო, რომ 4 ოქტომბრიდან შვიდი თვე გავიდა და ერთხელაც არ დაგმო ძალადობა პრეზიდენტის სასახლეზე, პრეზიდენტს, რომელიც გახლავთ ნებისმიერი ელჩის უპირველესი მასპინძელი ქვეყანაში. აი, როდესაც ასე იქცევიან, მასპინძელს არაფრად აგდებენ, ძალადობას აქეზებენ და ამაზე შემდეგ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ეს არ არის ევროპელობა. ასე რომ, ევროპული პასპორტი, რომელიც ზოგიერთებს უდევთ ჯიბეში, ქართველებს ნუ აგვიფრიალებენ. რა არის ევროპულობა, ვიცით ძალიან კარგად. ის, რაც ვიხილეთ ბრიუსელისგან, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს, აბსოლუტურად დაცლილია ევროპულობისგან. ასი წლისწინანდელი ევროპა, კი ბატონო, ასი წლისწინანდელი ბნელი წარსული ევროპისა ნამდვილად ვიხილეთ 4 ოქტომბერს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
არქივი