პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2 08 მაისი 2026, 18:48

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრები, დიდი ოდენობის თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ ე.წ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ათავსებდნენ რეპროდუცირებულ ბანკნოტებს (ძირითადად 100 ლარის ნომინალის მსგავსს), რაც ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას ქმნიდა. აღნიშნული თანხა თაღლითური ჯგუფის წევრების ონლაინ ტოტალიზატორებსა და საბანკო ანგარიშებზე აისახებოდა, რასაც ბრალდებულები მოტყუებით ეუფლებოდნენ და იყენებდნენ პირადი მიზნებისთვის. ამ ხერხით, მათ 114 000 ლარი მიისაკუთრეს.

2026 წლის 7 მაისს, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისში, JTEC-ში იმყოფებოდა
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
სუს-ი გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
არქივი