ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ადგილზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 08 მაისი 2026, 20:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ლონდონის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სარეკლამო ბილბორდები განთავსდა.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში, განთასებულია 46 გარე სარეკლამო ბანერი, რომლებიც მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას.

„კამპანიის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოპულარიზაცია ბრიტანულ ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტოკოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2026 წლის პირველ კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 45.7%-ით მეტი ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კევინ ჰამილტონი - სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია, უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება არა უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისში, JTEC-ში იმყოფებოდა
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
არქივი