პრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში - იმედია, ის პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40-იანის წლების შემდეგ, დაბრუნდება ევროპულ დღის წესრიგში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 09 მაისი 2026, 11:47

სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად.

„მანამდე უამრავი რთული ისტორიული პროცესები გამოიარა ევროპამ და სწორედ 40-იანი წლების ბოლოდან ევროპაში ჰუმანიზმი იქცა მთავარ განმსაზღვრელ პრინციპად. 60 წლის განმავლობაში ეს პრინციპები მყარად ედო საფუძვლად ევროპის განვითარებას. ბოლოდროინდელი ტენდენციები არის სამწუხარო, თუმცა უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდება, კვლავაც დაადგება ევროპა კეთილდღეობის ზრდას, იდენტობის დაცვის გზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ევროპა ჩვენთვის იყო ყოველთვის განსაკუთრებული ღირებულება, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ევროპაში ხედავდა საქართველო ტრადიციულად ქრისტიანული ღირებულებების დაცვის გარანტიას. იმედია, რომ ის პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40-იანის წლების შემდეგ, კვლავაც დაბრუნდება ევროპულ დღის წესრიგში და კვლავაც გახდება განმსაზღვრელი ევროპული დღის წესრიგისთვის და ევროპის განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა არ უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას, რატომ არ ცვლის გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ ვებგვერდზე ატვირთულ ძველ მონაცემებს
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პრემიერი: ყველას ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
ირაკლი კობახიძე: ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
არქივი